სერვისები

“შპს.”გეოტურ ტრანს”-ი” გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • კონვენციონალური  და კონტეინერული ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება, დსთ-ს ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში და სხვა ქვეყნებიდან დსთ-ს ქვეყნებში;
  • საპროექტო, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება;
  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის ორგანიზება;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ორგანიზება;
  • შიდა საბაჟო ტერიტორიაზე, საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის მიწოდება ;
  • ტვირთის დასაწყობება;
  • ტვირთის დასაწყობება და სტივიდორული მომსახურეობა. ამასთან, ყველა იმ  სახის მომსახურეობა, რომელიც დაკავშირებულია  ტვირთების პორტის მიმდებარე საბაჟო ტერმინალზე ტრანსპორტირებასთან, მათ შორის  ფოთში საკუთარ საბაჟო ტერმინალებზე.
  • ტვირთის გადაადგილების  ოპტიმალური და ეკონომიური მარშუტების შემუშავება;
  • ტვირთის ადგილმდებარეობის  შესახებ, ტვირთმფლობელისთვის ყოვლედღიური ინფორმაციის მიწოდება;
  • ტვირთის ტრანსპორტირებისას, დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტვირთების დაზღვევა;

 

შპს.”გეოტურ ტრანს”-ი“ გააჩნია ყოველგვარი შესაძლებლობა გადაზიდოს ნებისმიერი სახის ტვირთი, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე:

  • გაგვაჩნია მჭიდრო და სტაბილური ურთიერთობა საერთაშორისო ექსპედიტორებთან, სატრანსპორტო და სარკინიგზო კომპანიებთან, სამდინარო, საზღვაო, საავტომობილო გადამზიდავებთან.
  • გვაკავშირებს ხანგრძლივი და უწყვეტი ურთიერთობები ქართულ და საერთაშორისო საწარმოებთან, რომელთათვისაც ვახორციელებთ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურეობის სრულ სპექტრს: ექსპორტს, იმპორტს და ტრანზიტს.
  • გაგვაჩნია დიდი ხნის გამოცდილება კონვენციონალური და კონტეინერული ტვირთების გადაზიდვის საქმეში, მათ შორის არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და უნიკალური ტვირთების გადაზიდვის ნაწილში.
  • ვფლობთ, ტრანზიტულ ქვეყნებში კოდების მიღების ურთიერთდაკავშირებულ სისტემას, რომელიც აუცილებელია ტრანზიტული გადაზიდვების ორგანიზებისთვის;
  • გვაქვს მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო სალიზინგო კომპანიებთან,  კონტეინერების  და ტვირთის მფლობელებთან;
  • ვსარგებლობთ საქართველოს და მეზობელი ქვეყნების პორტებში,  ხელსაყრელი ტარიფებით . საჭიროებისამებრ, შეგვიძლია პორტებში ტვირთის დასაწყობება და საბაჟო პროცედურების წარმოება.
  • ვარჩევთ ტვირთის მისაწოდებლად  ოპტიმალურ მარშუტს. ვუზრუნველყოფთ ფინანსური ნაკადების ეკონომიურ მართვას, გადამზიდავებისგან გადაზიდვის შეღავათიანი პირობების მიღწევით.
  • გაგვაჩნია სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩვენი სპეციალისტების ფასდაუდებელი გამოცდილება.